ფეხბურთი

21:25 | 27.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას ყოფილი მწვრთნელი: "რაღაცების სწავლა მოუწევს, რომ უფრო მრავალმხრივი მოთამაშე გახდეს"

ყაზანის „რუბინის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რომან შარონოვმა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიასთან მუშაობდა, ქართველი ფეხბურთელის „ნაპოლიში“ ტრანსფერი შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, ეს ხვიჩასთვის წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ რაღაცების სწავლა მოუწევს, რომ უფრო მრავალმხრივი ფეხბურთელი გახდეს.

„მცდარია წარმოდგენა, რომ იტალია ყველა გუნდი მხოლოდ დაცვით ფეხბურთს თამაშობს. ახლა ფეხბურთი იცვლება. თუ ყურადღებას მივაქცევთ, თითქმის ყველა იტალიური გუნდის სტილს, მაშინ აქცენტი უფრო შეტევაზე კეთდება. თუმცა, თამაშის მაღალი ორგანიზება ისევ არსებობს, ეს ფაქტია.

კვარაცხელიას მომავალს „ნაპოლიში“ რაც შეეხება, ეს მისთვის ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია. შეუძლია თუ არა ფეხის მოკიდება? ვფიქრობ, ცოტა სწავლა დასჭირდება, რომ უფრო ნაყოფიერ მოთამაშედ გადაიქცეს. აუცილებლად თამაშის ზოგიერთი კომპონენტის დამატება, რათა უფრო მრავალმხრივი მოთამაშე გახდეს.

ხვიჩას კარგად ვიცნობ. მის ქმედებებს უნდა ჰქონდეს გარკვეული შედეგი და არა მხოლოდ ბრწყინვალება. ყველა ნათელი მოქმედება უფრო მეტად გულშემატკივრებზეა გათვლილი და მწვრთნელები თამაშს სხვანაირად აფასებენ. „ნაპოლიში“ ხვიჩას დაცვაში გაუმჯობესება დასჭირდება. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი გამოუვა და გულწრფელად წარმატებებს ვუსურვებ“, - თქვა შარონოვმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ზაფხულში შეუერთდება და იტალიურ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115781