მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი იური სიომინი „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ხვიჩას ყველანაირი წინაპირობა აქვს, რომ იტალიურ კლუბში თავისი შესაძლებლობები წარმოაჩინოს.
„ხვიჩა იმ გუნდში წავიდა, სადაც ძირითად შემადგენლობაში ალბათ ითამაშებს. „ნაპოლის“ ინსინიე ტოვებს და კვარაცხელია მის შემცვლელად წაიყვანეს. გარდა ამისა, სპალეტი არის მწვრთნელი, რომელიც კარგად იცნობს რუსეთის ჩემპიონატს და ვფიქრობ, არაერთხელ ექნება ხვიჩას თამაში ნანახი. ეს დადებითი მომენტია.
მთავარი ის არის, რომ მას მომატების უნარი აქვს. „ლოკომოტივის“ შემდეგ „რუბინში“ კიდევ უფრო უკეთესი გახდა, ნაკრებშიც ასეა. ეს მისი ზრდის მაჩვენებელია. ხვიჩა ნიჭიერი ფეხბურთელია. დრო გვიჩვენებს გაივლის თუ არა ის სერია A-სთან ადაპტაციას. უნდა ისწავლოს იტალიური ენა. ნეაპოლი საქართველოს ჰგავს და ბევრი ასპექტია, რითაც თავის კარგად წარმოჩენა შეუძლია. მას წარმატებებს ვუსურვებ. ძალიან ვწუხვარ, რომ „ლოკომოტივი“ დატოვა, მაგრამ ცხოვრება ასეთია“, - თქვა სიომინმა.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ზაფხულში შეუერთდება და იტალიურ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.