„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ქართველი ფეხბურთელის შესახებ კომენტარი ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ ის არ იცნობს კვარაცხელიას თამაშს, მაგრამ „ნაპოლიმ“ თუ შეიძინა, ეს ნიშნავს, რომ კარგი ფეხბურთელია.
„არა, კვარაცხელიას შესახებ არაფერი ვიცი. მისი თამაში არ მინახავს, რადგან იტალიაში შეუძლებელია რუსეთის ან საქართველოს ჩემპიონატის ყურება. თუმცა, ერთი რამ მინდა ვთქვა: თუ „ნაპოლი“ ფეხბურთელს იყიდის, მაშინ ის ნამდვილად მაგარია“, - თქვა კაპელომ რუსულ მედიასთან.
შეგახსენებთ, რომ ფაბიო კაპელო რუსეთის ნაკრებს ოთხი წლის განმავლობაში წვრთნიდა. ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ზაფხულში შეუერთდება და გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ან რაზეა საუბარი გუნდის ვიცე პრეზიდენტი იყო მგონი მაგ დროს ცქიტიშვილი მაყურებლებს რომ აუხტა და კაჩაობა დაუწყო. არასწორმა მენეჯმენტმა ფიფია გაკოტრებამდე მიიყვანა
დინამო თბილისი იქცა დებილების თავშეყრის ადგილი მენეჯმენტს ვგულისხმობ. რამდენი ნიჭიერი ბიჭი დაკარგეს კაპიკებად როცა შეეძლოთ სერიოზული გუნდის შეკვრა შედეგების დადება რაც ფინანსურად გუნდსაც გააძლიერებდა. 800 000 გაVშებული მამარდა აზაროვიც 1 მილიონის ფარგლებშI გაუშვეს იგივე ნინუა და ბაზელში როა კვარა დავიტაშვილი და რამდენი დინამოს აკადემიის აღზრდილი 16-17 წლის ბიჭებს ყიდიან 1 მილიონის ფარგლებში იმის მაგიერ შეინარჩუნონ 19-20 წლამდე შეკრან გუნდი დაიმატონ ლეგიონერები ვინც გუნდს გააძლიერებს. წარმატებული ევრო სეზონი გაზრდილი მოთხოვნილება მის ფეხბურთელებზე დ აგაზრდილ ფას არ ნიშნვას? მაგრამ არაა არანაირი რისკი გატVლა დღევანდელი თეთრები ურჩევნიათ
საინტერესო ამბის მომსწრენი ვართ.. რომან ფიფიას დიშლა მენეჯერი ამბობდა, რო საქართველოს დაბალი მთლიანი შიდა პროდუქტი აქვს და ამით ამართლებდა ფერმერებისგან წამოცმულ დინამოს. ამ დროს, სომხეთის ერთდროულად 3 გუნდი მაღალი დონის ლეგიონერებით პლეი-ოფში გადის და ჯგუფურ ეტაპთან ახლოსაა. ნორვეგიული ბოდო/გლიმტი ლამის 11 ნორვეგიელი გავიდეს ჩემპიონთა ლიგაზე, ისეთ ფეხბურთს თამაშობენ. იგივეა კიდე ადგილობრივი უკრაინელებით დაკომპლექტებული დინამო კიევი. ყოველგვარი გასაპრავებელი თავზე დაეხათ ამ დილეტანტებს და მაინც არ უნდათ, რო მოგვშორდნენ. არ იცით საქმის კეთება და მენეჯმენტი, გადაებით ერთმანეთს და წადით!
ახლა რაღას იტყვის რომან ფიფიას სირთა კანტორა?