„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა და თქვა, რომ ის ზაფხულის პირველი შენაძენია.
რა თქმა უნდა, იტალიურმა მედიამ ეს ინფორმაცია მყისიერად გაავრცელა. მათ შორის, წამყვანმა იტალიურმა სააგენტოებმა. მაგალითად, Gazzetta Dello Sport-ის ვებგვერდის პირველ გვერდზე, მთავარ თემას სწორედ ეს ამბავია გამოტანილი და სამი სხვადასხვა ინფორმაცია დევს ხვიჩაზე: დე ლაურენტისის კომენტარი, კვარაცხელიას თამაშის ვიდეო და ვრცელი სტატია იური სიომინის კომენტარებით.
Gazzetta Dello Sport
დე ლაურენტისი: „ბოდიშს ვუხდი ტიფოზებს ემპოლისთვის“. მან კვარაცხელიას ტრანსფერი გამოაცხადა.
ბრწყინვალე დრიბლინგები და გოლები: კვარაცხელია მოედანზე.
„ნაპოლი, დაუთმე ფლანგი კვარაცხელიას, ინსინიეს ასლია“. გვარწმუნებს ის, ვინც მას წვრთნიდა.
Corriere Dello Sport
დე ლაურენტისი: „ბოდიშს ვუხდი ტიფოზებს. მერტენსი რჩება? მას უყვარს „ნაპოლი“. მე უკვე შევიძინე კვარაცხელია“
გარდა ამისა, Corriere Dello Sport-ის საიტზე გამოქვეყნებულია ვიდეო, რომელშიც ხვიჩა ზურიკო დავითაშვილთან ერთად სპორტდარბაზში ვარჯიშობს: „კვარა იმუხტება ვარჯიშზე, როგორც როკი!“
Tuttosport
დე ლაურენტისმა გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა და პირველი ტრანსფერი გამოაცხადა.
Calciomercato
დე ლაურენტისი: „კვარაცხელია „ნაპოლის“ ფეხბურთელია. ჯორჯოს ვერ დავუძახებ და იმედი მაქვს, კარგი ტრანსფერი გავაკეთე“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ზაფხულში შეუერთდება და იტალიურ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.