„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა საქართველოს ნაკრებისა და "დინამო ბათუმის" ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი დაადასტურა!
ნეაპოლური კლუბის მფლობელმა Kiss Kiss Napoli Radio-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხვიჩა ზაფხულში მისი კლუბის პირველი ახალწვეული იქნება:
„ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულის პირველი შენაძენი იქნება“, - თქვა დე ლაურენტისმა კარლო ალვინოსთან ინტერვიუში.
21 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ „ნაპოლი“ 10 მილიონ ევროს გადაიხდის და მას კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე გაუფორმებს. ქართველი ფეხბურთელის ხელფასი იტალიურ გუნდში სეზონში დაახლოებით 1.5 მილიონი ევრო იქნება.
კვარაცხელია ცოტა ხნის წინ ყაზანის "რუბინიდან" "ბათუმის დინამოში" გადავიდა, რომლის რიგებშიც 4 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა. ამასთან ერთად მან 1 საგოლე გადაცემაც მიითვალა.