ფეხბურთი

15:30 | 27.04.2022 | ნანახია 0 - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილის ზედიზედ მეორე გოლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე

„ულსან ჰიუნდაის“ ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა.

სამხრეთკორეულმა გუნდმა შინ იაპონური „კავაზაკი“ 3:2 დაამარცხა, ვაკომ 71-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო მეტოქის კარში გოლი 47-ე წუთზე გაიტანა და იმ დროისთვის ანგარიში 3:1 გახადა. აქვე გეტყვით, რომ ყაზაიშვილმა წინა ტურში ჩინურ „გუანჯოუსთან“ შეძლო თავის გამოჩენა.

„ულსან ჰიუნდაიმ“ ამ გამარჯვებით I ჯგუფში ლიდერის პოზიცია სწორედ „კავაზაკის“ წაართვა და 5 ტურის შემდეგ 10 ქულით გალიდერდა, ბოლო ტურში კი 30 აპრილს „ჯოჰორს“ დაუპირისპირდება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:34 | 21.06.2020
FC.BAYERN+GERMANY (10046)

ტყუნის დე.... შ...

0.06371