„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მადრიდის „რეალთან“ მატჩის (4:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელი სპეციალისტი თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი იყო და აღნიშნა, რომ უფრო დიდი სხვაობით მოგებაც უნდოდათ.
„კარგი თამაში იყო, მგონი, ყველამ ისიამოვნა. გვინდოდა უფრო დიდი სხვაობით მოგება, ეს ფეხბურთია. ძალიან კარგად ვითამაშეთ, როცა ასე კარგად თამაშობ, შედეგი ნაკლებად მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ახლა მადრიდში უნდა წავიდეთ ფინალის საგზურის მოსაპოვებლად.
8:0 უკეთესი იქნებოდა, მაგრამ მადრიდის რეალთან როგორც წესი, ეს არ ხდება. გვინდოდა უფრო დიდი სხვაობით მოგება და ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. საპასუხო მატჩში ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც დღეს. თუ მხოლოდ სამ გოლს გავუშვებთ და ჩვენ ოთხს გავიტანეთ, პარიზში წავალთ“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ საპასუხო მატჩი ესპანეთში 4 მაისს გაიმართება.