როჯერ ფედერერმა განაცხადი შეიტანა შვეიცარიულ ტურნირზე, რომელიც ოქტომბერში ბაზელში ჩატარდება. ამის შესახებ, ტურნირის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს.
საჩოგბურთო მიმომხილველები უკვე ეჭვობდნენ, რომ დიდი სლემის 20 ტიტულის მფლობელი, ვისაც აგვისტოში 41 წელი შეუსრულდება, მუხლის ტრავმის გამო, კორტს ვეღარ დაუბრუნდებოდა.
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ბოლოს შარშანდელ უიმბლდონზე ითამაშა, რომელსაც პოლონელ ჰუბერტ ჰურკაჩთან წაგების შემდეგ, მეოთხედფინალში გამოეთიშა. მალევე მან მუხლზე მესამე ოპერაცია გაიკეთა და დღემდე აღარ უთამაშია.
ფედერერმა 2020 წელს მუხლზე ორი ოპერაცია გაიკეთა და კორტს გასულ სეზნში დაუბრუნდა. უიმბლდონზე წაგების შემდეგ, მესამე ოპერაციაც გაიკეთა და მას შემდეგ აღარ უთამაშია. თებერვალში მან დაადასტურა, რომ სექტემბერში რაფაელ ნადალთან ერთად, ლეივერის თასზე იტამაშებს, რომელიც ლონდონში ჩატარდება.
ბაზელის ტურნირი, რომელიც დახურულ კორტებზე ტარდება, უკვე ორი წელია, არ გამართულა. ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემია გახდა. ტურნრის ბოლო გამარჯვებული სწორედ ფედერერია, ვისაც ის სულ 10-ჯერ აქვს მოგებული. უფრო მეტიც, შვეიცარიელ ჩოგბურთელს 2013 წლის შემდეგ, ბაზელში ერთი თამაშიც არ წაუგია.