თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ ევროთასის ნახევარფინალში გავიდა. იტალიურმა კლუბმა გერმანული „ულმი“ დაძაბულ ბრძოლაში 83:77 დაამარცხა და მეოთხედფინალური ეტაპი დაძლია.
მთელი თამაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა, მაგრამ ბოლოსკენ ბოლონიელებმა იძალეს. შენგელიამ და მისმა თანაგუნდელებისთვის გარდამტეხი მესამე პერიოდი იყო, რომელიც 24:17 მოიგეს და უპირატესობა დასკვნით მეოთხედშიც შეინარჩუნეს.
შენგელიამ აღნიშნულ შეხვედრაში 27:26 წუთში 9 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 11-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო არ უსვრია.
აქვე გეტყვით, რომ „ვირტუს ბოლონია“ ნახევარფინალში „ლეალუასა“ და „ვალენსიას“ წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.