ფეხბურთი

22:56 | 26.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაია მოედანზე მალე დაბრუნდება

ნიქოზიის „აპოელის“ ქართველი თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია ინდივიდუალურად ვარჯიშობს და სულ მალე გუნდს შეუერთდება.

კვიპროსული მედიის ინფორმაციით, მისი დაბრუნება მხოლოდ დროის საკითხია და სავარაუდოდ, 1 მაისს, ლარნაკას აეკ-თან ითამაშებს.

აქვე გეტყვით, რომ 28 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 25 მატჩი აქვს ჩატარებული, მეტოქეთა კარში 13 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

0.11952