ფეხბურთი

22:12 | 26.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

პოგბამ "მანჩესტერის" Whatsapp-ის ჯგუფიც დატოვა

პოლ პოგბას და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ურთიერთობა პრაქტიკულად დასრულებულია. ფრანგი ფეხბურთელი ინგლისურ გრანდთან კონტრაქტის განახლებას არ აპირებს.

ბრიტანული მედიის ცნობით, პოგბამ თანაგუნდელების Whatsapp-ის ჯგუფიც დატოვა, რაც კიდევ ერთი მინიშნებაა, რომ მიმდინარე სეზონის შემდეგ კლუბს დატოვებს.

ფრანგი ნახევარმცველი სავარაუდოდ კარიერას მადრიდის „რეალში“ ან „პარი სენ ჟერმენში“ გააგრძელებს. ყოველ შემთხვევაში ამ დროისთვის სწორედ ეს ორი ვარიანტი დასახელდა.

შეგახსენებთ, პოლ პოგბა „მანჩესტერმა“ 2016 წელს „იუვენტუსიდან“ 105 მილიონ ევროდ დაიმატა. აღსანიშნავია, რომ პოგბა ამჟამად ტრავმირებულია და სეზონის დასრულებამდე ვერ ითამაშებს.

0.120939