ფეხბურთი

21:37 | 26.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "იუვესა" და "ბაიერნისგან" განსხვევბით ჩვენი მხრიდან "ვილიარეალის" დაუფასებლობას ადგილი არ ექნება"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „ვილიარეალთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მის გუნდს ადვილი თამაში არ ექნება და თქვა, რომ მისი გუნდის მხრიდან მეტოქის დაუფასებლობას ადგილი არ ექნება.

„ვილიარეალი“ შესანიშნავი გუნდია, რომელსაც ისტორიის დაწერა და პირველად ფინალში გასვლა უნდათ. „ლივერპულისთვის“ კი ახლა შესანიშნავია მომენტია, ვგრძნობთ, რომ კარგ ფორმაში ვართ. თუმცა, ეს ფეხბურთია და ყველა მატჩში ყველაფრის გაღება მოგვიწევს.

პრემიერლიგაში ქამბექი? კორონავირუსის პაუზიდან რომ დავბრუნდით 14-ქულიანი ჩამორჩენა გვქონდა. დიდი მოლოდინი გვქონდა, რადგან მანამდეც კარგად ვთამაშობდით. მთავარია, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური მომდევნო სეზონისთვის უკვე მოვიპოვეთ.

შესაძლოა, „ვილიარეალს“ მცირე უპირატესობა ჰქონდა, რადგან „იუვენტუსმა“ და „ბაიერნმა“ ისინი არ დააფასეს, მაგრამ ეს ჩვენ არ დაგვემართება. ლა ლიგა ძალიან კონკურენტუნარიანი ჩემპიონატია და ამიტომაა მეშვიდე ადგილზე. უნაი ემერიმ აჩვენა, რომ გეგმა ყველა შემთხვევაში აქვს.

ჩვენ განსხვავებული გუნდები ვართ, ვეცდებით, ჩვენი თამაში ვითამაშოთ. იქნება მომენტები, როცა ხვალ გაგვიჭირდება, მაგრამ ჩვენც შეგვიძლია მათ პრობლემები შევუქმნათ. რაც აქ ვარ, გამარჯვებაზე წნეხი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ჩვენ „ლივერპული“ ვართ და უნდა ვიბრძოლოთ, აქ ყოველთვის ასე იყო და ეს არ შეიცვლება.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი მარტივი იქნება, ძალიან ცდება. „ვილიარეალს“ გეგმა ყოველთვის აქვს, შეიძლება ვერ მოიგო, მაგრამ ყოველთვის ცდილობს, რაც შთამბეჭდავია. ახლა სხვა გუნდებზე არ ვფიქრობთ, მხოლოდ „ვილიარეალზე“ ვამახვილებთ ყურადღებას“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და „ვილიარეალის“ მატჩი 27 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.113282