ფეხბურთი

17:06 | 26.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

Tuttomercato მიქაუტაძეზე: "მეცი" ალბათ ნანობს "ქართველი მკვლელის" გაშვებას"

იტალიურმა გამოცემა Tuttomercato-მ „სერენის“ ქართველი ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე „დღის ტალანტის“ რუბრიკაში შეიყვანა და მას „ქართველი მკვლელი“ უწოდა. როგორც აღნიშნული ვებგვერდი წერს, ფრანგულ „მეცში“ ალბათ ნანობენ, რომ ის იჯარით გაუშვეს.

„55 თამაში, 36 გოლი და 4 საგოლე პასი. ალბათ „მეცი“ ნანობს გიორგი მიქაუტაძის ბელგიურ „სერენში“ იჯარით გაშვებას, რომელსაც დე პრევილი ამჯობინეს. 31 წლის ფრანგმა მხოლოდ 5 გოლი გაიტანა ამ სეზონში, თუმცა, უფრო მაღალი დონის ლიგაში. „ქართველი მკვლელი“ ნამდვილი თავდამსხმელია, ატიპური პირველი თავდამსხმელი, რომელიც ოსტატურად ახერხებს მეტოქის დაცვაზე დასწრებას და მოედნის საჯარიმოში განსხვავების შექმნას“, - წერს Tuttomercato.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში „სერენის“ მაისურით ყველა ტურნირზე 14 გოლი გაიტანა. ქართველი ფორვარდის გუნდი 30 აპრილს, „მოლენბეკს“ დაუპირისპირდება და თუ არა წააგებს, ბელგიის იუპილერ ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს.

0.137337