ფეხბურთი

15:38 | 26.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერი“ „ლაციოს“ სერბი ლიდერის შეძენას აპირებს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ აპირებს ოფიციალური წინადადებით მიმართოს „ლაციოს,“ სერბი ნახევარმცველის, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის თაობაზე - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

წყაროს ინფორმაციით, ბოლო დროს ინგლისური კლუბის სკაუტები აკვირდებოდნენ მილინკოვიჩ-სავიჩს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ის „მანჩესტერს“ გამოადგება.

ფეხბურთელის აგენტი მატეა კეჟმანი იტალიაში იმყოფება, რათა „ლაციოს“ ხელმძღვანელებთან სერბის სატრანსფერო ღირებულება დაადგინოს.

მილინკოვიჩ-სავიჩით „იუვენტუსი“ და პსჟ-ც დაინტერესებულან.

27 წლის მილინკოვიჩ-სავიჩი „ლაციოში“ 2015 წლიდან თამაშობს და კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში უმთავრდება. პორტალ Transfermarkt-ის ცნობით. სერბი შუახაზელის სატრანსფერო ფასი 70 მილიონი ევროა.

0.114359