„ლივერპულის“ თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი მიზანი ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერლიგის ისევ მოგებაა „წითლებთან“ ერთად.
„მინდა „ლივერპულთან“ ერთად ისევ განვიცადო ის შეგრძნება, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ დამეუფლა. ეს არაჩვეულებრივი იყო. გადახდილი ავტობუსით ქალაქის ქუჩებში დავდიოდით და რა ხდებოდა იქ, სიტყვებით რთული გადმოსაცემია.
პრემიერლიგის მოგების დროს კი სხვა ემოციები გვქონდა. მაშინ პანდემია მძვინვარებდა და ცარიელი ტრიბუნების წინ ვიზეიმეთ გამარჯვება. ამიტომ ძალიან მინდა პრემიერლიგის თასი კიდევ აღვმართო, ოღონდ გულშემატკივრებთან ერთად.“ - ციტირებს ეგვიპტელი შემტევის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
„ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში, ხვალ, 27 აპრილს, „ვილიარეალს“ უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.