ფეხბურთი

11:52 | 26.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

დონარუმა: „მესი კვლავაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია“

„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ თანაგუნდელ ლიონელ მესის კვლავაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს.

„ლეო მესი კვლავაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ის კარგი ადამიანი და გუნდისთვის ძალიან საჭირო მოთამაშეა. ეს გადამწყვეტ მატჩშიც დავინახეთ.

ჩვენ ჩემპიონების გუნდი გვყავს და ვეცდბით სეზონი მაჟორულ ნოტაზე დავამთავროთ“ - ციტირებს იტალიელი კარის დარაჯის სიტყვებს Sky Sport Italia.

გასულ უქმეებზე, ფრანგული ლიგა 1-ის 34-ე ტურის მატჩში, „პარი სენ-ჟერმენმა“ „ლანსთან“ ფრედ - 1:1 ითამაშა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ვადამდე მოიპოვა. პარიზელთაგან ერთადერთი ბურთი ლიონელ მესიმ გაიტანა შორეული დარტყმით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108848