სხვა

4:41 | 26.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ელეინ თომპსონ-ერა და მაქს ფერსტაპენი წლის სპორტსმენები გახდნენ

იამაიკელი სპრინტერი ელეინ თომპსონ-ერა და ფორმულა 1-ის ჰოლანდიელი პილოტი მაქს ფერსტაპენი, წლის საუკეთესო ქალი და მამაკაცი სპორტსმენები გახდნენ.

თომპსონ-ერამ ტოკიოს ოლიმპიადაზე, ისტორიული ორმაგი დუბლი გაიფორმა - ზედზედ მეორე ოლიმპიადაზე შეძლო 100 და 200 მეტრზე სპრინტებში ოქროს მედლების მოპოვება. წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენის წოდებაზე, მისი კონკურენტები იყვნენ ავსტრალიელი ჩოგბურთელი ეშლი ბარტი, ამერიკელი სპრინტერი ელისონ ფელიქსი, ამერიკელი მოცურავე კეიტი ლედეცკი, ავსტრალიელი მოცურავე ემა მაკკეონი და ესპანელი ფეხბურთელი ალექსია პუტელასი.

ფერსტაპენი პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი და ეს ტიტული, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ ლუის ჰამილტონთან დაძაბულ პაექრობაში, ბოლო რბოლის ბოლო წრეზე მოიპოვა. მისი კონკურენტები იყვნენ: სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი, ამერიკელი მოცურავე ქეილებ დრესელი, კენიელი მორბენალი ელიუდ კიპჩოგე, პოლონელი ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკი და ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი ტომ ბრეიდი.

0.114121