სხვა

3:07 | 26.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

რემკო ევენპოელმა ლიეჟი-ბასტონი-ლიეჟის რბოლა პირველივე ცდაზე მოიგო

საგზაო ველოსპორტის ამომავალმა ვარსკვლავმა, 22 წლის ბელგიელმა რემკო ევენპოელმა ლიეჟი-ბასტონი-ლიეჟის პრესტიჟულ, უძველეს კლასიკურ რბოლაში პირველად იასპარეზა და დებიუტშივე გამარჯვებას მიაღწია. უფრო მეტიც, კვარცხლბეკის სამივე საფეხური, ბელგიელმა ველომრბოლებმა დაიკავეს.

ევენპოელს 2020 წლის ლომბარდიის ტურის დროს, მძიმე ინციდენტი შეემთხვა, თუმცა მრავალთვიანი მკურნალობის შემდეგ, ტრავმები მოიშუშა, ბაიკს დაუბრუნდა და დღეს ერთ-ერთ ყველაზე მრავალმხრივ მრბოლად ითვლება. ლიეჟში გამარჯვების შემდეგ, მისი სახელი დაიწერა ისეთი გრანდების გვერდით, როგორებიც არიან ედი მერქსი და ბერნარ ინო.

„ეს ლიეჟში ჩემი პირველი გამოსვლაა და ის მოვიგე. ოცნება ამისრულდა. ფინიშთან მარტო მივედი. ჩმს ფავორიტ რბოლაში, თითქმის ერთწუთიანი უპირატესობით მოვიგე. ეს დაუჯერებელია“, - განცხადა „ქვიკ-სტეპის“ მრბოლმა, ვინც 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, დროზე რბოლაში ვერცხლის მედალს დაეუფლა.

მეორე ადგილისთვის სპრინტში ქვინტენ ჰერმანსმა გაიმარჯვა, რომელმაც უკან მოიტოვა ვუტ ვან აერტი.

ევენპოელმა დაწინაურება მაშინ სცადა, როდესაც ფინიშამდე 29 კილომეტრი რჩებოდა. ვიწრო, აღმართიან გზაზე მან შეტევა წარმატებით განახორციელა და ჯგუფი, რომელშიც ფავორიტებიც იყვნენ, ჩამოიტოვა. დროზე რბოლის სპეციალისტს, ეულად რბოლა გასჭირვებია. გზად მან რამდენიმე დაწინაურებული მეტოქეც ჩამოიტოვა და რბოლაც მარტომ დაამთავრა.

0.11837