ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედი“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში „ბარსელონას“ ნახევარმცველის, გავის შეძენას ეცდება.
ბრიტანული მედიის ცნობით, „წითელი ეშმაკები“ 17 წლის ესპანელს პოლ პოგბას შემცვლელად განიხილავენ, რომელიც კლუბს მიმდინარე სეზონის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ გავი „ბარსელონას“ პირველ გუნდში მიმდინარე სეზონში გამოჩნდა და ამ დროისთვის ჩატარებულ 40 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.