ფეხბურთი

18:23 | 25.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "რეალის" შესახებ მისი ისტორია საუბრობს, ჩვენთვის კი ნახევარფინალში ყოფნა პატივია"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მადრიდის „რეალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისი გუნდისთვის ნახევარფინალში ყოფნა პატივია, მაგრამ ფინალში გასვლას და ტურნირის მოგებას ეცდებიან.

„ჩვენთვის დიდი პატივია ნახევარფინალში თამაში. რა თქმა უნდა, გვინდა ფინალში გასვლა და მისი მოგება, მაგრამ ამავდროულად აქამდე მოსასვლელად რაც გავაკეთეთ, არასდროს დავივიწყებთ. ვგრძნობ, რა სასიამოვნოა აქ ევროპის საუკეთესო გუნდებთან ერთად ყოფნა. ორი განსაკუთრებული თამაში უნდა ჩავატაროთ ფინალში გასასვლელად, ჩვენ ეს შეგვიძლია.

„რეალის“ შესახებ მათი ისტორია თავისთავად მეტყველებს, მაგრამ ჩვენ მათ წინააღმდეგ კონკურენციის სურვილი გვაქვს. 11-11-ზე ვთამაშობთ და ერთი ბურთი მოძრაობს. შეგიძლია გეგმის დასახვა, მაგრამ ეს არის თამაში 11-11-ზე, საბოლოოდ ყველაფერს მოთამაშეები წყვეტენ, ისინი იღებენ მინდორზე გადაწყვეტილებებს“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტისა“ და „რეალის“ მატჩი 26 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.126063