იტალიური „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი შესაძლოა სეზონის დასრულების შემდეგ გაათავისუფლონ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აურელიო დე ლაურენტისია უკმაყოფილოა, რომ მისმა კლუბმა გადამწყვეტ მომენტში ჩემპიონობაზე ბრძოლა ვერ მოახერხა და სპალეტის გათავისუფლებას განიხილავს. Corriere Dello Sport-ი წერს, რომ დე ლაურენტისის სიაში ორი მწვრთნელია - ვინჩენცო იტალიანო და რობერტო დე ძერბი.
ამჟამად ორივე მათგანი დასაქმებულია, ერთი „ფიორენტინას“ ავარჯიშებს, მეორე - „შახტარს“. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია. მოგეხსენებათ, „ნაპოლის“ ზაფხულში დიდი ალბათობით, ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდება, ამიტომაც, ვინ იქნება მომდევნო სეზონში ნეაპოლელთა მთავარი მწვრთნელია, საინტერესოა.
აქვე გეტყვით, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში 34 ტურის შემდეგ 67 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ „მილანს“ 7 ქულით ჩამორჩება.