„ნიუ ორლეან პელიკანსმა“ „ფინიქს სანსთან“ სერიის მეოთხე მატჩი მოიგო და ანგარიში გაათანაბრა.
„პლეიკანსმა“ შეტევაში მაღალ დონეზე ითამაშა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში და საბოლოოდ, 118:103 იამარჯვა.
საუკეთესო ბრენდონ ინგრემი იყო, რომელმაც 30 ქულა, 4 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. ორმაგი დუბლი მიითვალა იონას ვალანჩუნასმა, რომელმაც 26 ქულასთან ერთად 15 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. „ფინიქსს“ დეანდრე ეიტონმა 23 ქულით და 8 მოხსნით ულიდერა.
ამრიგად, სერიაში ანგარიში 2:2 გახდა, მომდევნო შეხვედრა კი ფინიქსში 27 აპრილს გაიმართება.