ფეხბურთი

12:30 | 25.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

მესი, რონალდუ, ლევანდოვსკი და ახლა უკვე იმობილე! ჩიროს შესანიშნავი მიღწევა

იტალიის სერია A-ს 34-ე ტურშო "ლაციომ" "მილანს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. "არწივებიდან" ერთადერთი გოლი თავდამსხმელმა ჩირო იმობილემ გაიტანა.

OptaPaolo-ს ცნობით , 32 წლის იტალიელი ევროპის ტოპ 5 ლიგაში, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მეოთხე მოთამაშე გახდა, რომელმაც ჩემპიონატის მინიმუმ სამ სეზონში 25 და მეტი გოლის გატანა შეძლო.

მანამდე ასეთი მიღწევები ლიონელ მესის, კრიშტიანუ რონალდუს და რობერტ ლევანდოვსკის ჰქონდათ.

მიმდინარე სეზონში იმობილემ 29 მატჩი ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში მან 36 გოლი მიითვალა, ხოლო 2017-18 წლების სეზონში მის ანგარიშზე 29 გატანილი ბურთი იყო.

0.125626