ფეხბურთი

2:08 | 25.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მესამე წაგება "კამპ ნოუზე": "ბარსელონას" ანტირეკორდი

კატალონიის „ბარსელონამ“ ლა ლიგის გამოტოვებული მატჩი „რაიო ვალეკანოსთან“ წააგო და ანტირეკორდი დაამყარა.

ერთ სეზონში „ბარსამ“ პირველად წააგო „კამპ ნოუზე“ ზედიზედ სამი შეხვედრა! „რაიო ვალეკანომდე“ კატალონურ გრანდს მისსავე მოედანზე „კადისმა“ და ფრანკფურტის „აინტრახტმა“ მოუგეს.

აღსანიშნავია, რომ ეს ერთ სეზონში მოხდა პირველად, თორემ ისე კი ისტორიაში მეორედ წააგო შინ მიჯრით სამჯერ. მანამდე იგივე 1997-1998 და 1998-1999 წლების კვეთაზე მოხდა, როცა ლუის ვან გაალის „ბარსამ“ სახლში სამჯერ განიცადა მარცხი, მაგრამ ეს დღევანდელისგან განსხვავებით ერთი სეზონის ეგიდით არ მომხდარა.

„რაიომ“ „ბლაუგრანასთან“ ალვარო გარსიას მეშვიდე წუთზე გატანილი გოლით მოიგო და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. უნდა გავიხსენოთ, რომ „რაიო ვალეკანომ“ „ბარსას“ პირველ წრეშიც მოუგო და 1998 წლის მერე პირველი ახალწვეული გუნდი გახდა, რომელმაც „ბარსელონას“ ლა ლიგაში სეზონში ორი მატჩი მოუგო.

ჩავის გუნდი 63 ქულით მეორე მესამე ადგილებს „სევილიასთან“ ერთად იყოფს, „რეალი“ კი 78 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში შინ „ესპანიოლთან“ თუ არ წააგებს, ესპანეთის ჩემპიონი სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე გახდება.

0.112894