ფეხბურთი

23:23 | 24.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

დავით ვოლკოვმა დეკემბრის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა

აზერბაიჯანის პრემიერლიგის 24-ე ტურში დავით ვოლკოვმა გოლი გაიტანა და თითქმის 4-თვიანი უგოლო სერია დაასრულა.

ქართველი ფეხბურთელის „ზირამ“ სტუმრად „სუმგაითი“ 1:0 დაამარცხა და ვოლკოვმა, რომელიც თამაშში შეცვლაზე ჩაერთო, 91-ე წუთზე ახლო მანძილიდან გაიტანა.

26 წლის თავდამსხმელი 24 მატჩში გატანილი 11 გოლით ბომბარდირთა დავის თანალიდერია ჯოი-ლანს მიკელსთან ერთად. აღსანიშნავია, რომ დავითმა გოლი გასული წლის 5 დეკემბრის შემდეგ პირველად გაიტანა.

„ზირას“ 24 ტურში 42 ქულა აქვს, მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში 4 მაისს, „გაბალას“ უმასპინძლებს.

0.11772