ფეხბურთი

21:56 | 24.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის მორიგი გოლი, ხარაიშვილი და დვალი უნგრეთის ჩემპიონები გახდნენ

უნგრეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში „ფერენცვაროშმა“ „უიპეშტს“ 2:1 მოუგო და ჩემპიონის ტიტული გაიფორმა, გიორგი ბერიძემ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.

თავიდანვე ვთქვათ, რომ „ფერენცვაროშის“ განაცხადში არ იყვნენ ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი, ხოლო „უიპეშტში“ ზივზივაძემ 90 და ბერიძემ 87 წუთი ითამაშა. მეექვსე წუთზე გიორგიმ პენალტი მოიპოვა, რომელიც ბუდუმ გოლად აქცია და ანგარიში გახსნა. თუმცა, პირველივე ტაიმში სტუმრებმა ორჯერ გაუშვეს და მეორე ტაიმში არაფერი შეცვლილა.

„ფერენცვაროშმა“ 62 ქულა დააგროვა, მდევართათვის მიუწვდომელი გახდა და ისტორიაში 33-ედ გაჩემპიონდა. „უიპეშტი“ 39 ქულით მეექვსე ადგილზეა და ევროზონაში მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს.

ბუდუ ზივზივაძემ „უიპეშტის“ მაისურით მე-11 მატჩში მეათე გოლი გაიტანა, ხოლო მთლიანად სეზონში მის ანგარიშზე 12 გოლია. გიორგი ბერიძის აქტივში 11 გოლთან ერთად 6 საგოლე პასია.

0.135514