ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა დაადასტურა, რომ ანტონიო რიუდიგერი სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.
29 წლის გერმანელ მცველს „არისტოკრატებთან“ მოქმედი კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და მას არ განაახლებს, შესაბამისად, ზაფხულში ახალ კლუბში გადავა. სავარაუდოდ, ეს მადრიდის „რეალი“ იქნება, რადგან მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.
„მას კლუბის დატოვება სურს. სანქციების გამო მეტი არაფრის გაკეთება შეგვიძლია, ტონი დაგვაკლდება, მაგრამ გუნდს დატოვებს, ეს რამდენიმე დღის წინ პირად საუბარში მითხრა“, - აღნიშნა ტუხელმა.
შეგახსენებთ, ანტონიო რიუდიგერმა კარიერა „შტუტგარტში“ დაიწყო, 2015-2017 წლებში „რომაში“ ითამაშა, ხოლო 2017 წლიდან დღემდე „ჩელსის“ მაისურით ჩატარებულ 196 მატჩში 12 გოლი გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რამე როიყოს შტეფ ცოტას არ დააკლებ

მერედა ეს მიუნხენელები თუ ასე გაჟდებოდით ამ კაცზე მანდ არ გყავდათ, ის ტრიპაჩი ლევანდოვსი რომ ამჯობინეთ?დ
მანჯუ ყველაზე მებრძოლი თავდამსხმელია ჩემი აზრით, აბსოლიტურად ყველგან გხვდება,მოედნის ყველა წერტილში დაა თავდაუზოგავად იბრძვის
მსოფლიოს მოიგებს