„ბრუკლინ ნეტსი“ ახლოსაა „ბოსტონთან დუელი პირწმინდად წააგოს და სეზონი დაასრულოს. „სელტიქსი“ სერიაში 3:0 დაწინაურდა და გამარჯვებასთან ერთადერთი მოგება აშორებს.
„ბოსტონმა“ ამჯერად სტუმრად 109:103 იმარჯვა. ბრწყინვალე თამაში ჰქონდა ჯეისონ ტეიტუმს, რომელმაც 39 ქულა, 5 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. ბრიუს ბრაუნმა 26 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა, ხოლო ჯეილენ ბრაუნი „ბოსტონს“ 23 ქულას 4 მოხსნა და 5 პასი შემატა. „ბრუკლინში“ 16-16 ქულით საუკეთესოები კევინ დურანტი და კაირი ირვინგი იყვნენ. დურანტმა გარდა ამისა, 8 მოხსნა და 8 პასი მიითვალა, ხოლო ირვინგმა 3 მოხსნა და 9 პასი.
„იუტა ჯაზმა“ „დალას მავერიქსი“ დაძაბულ ბრძოლაში 100:99 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 2:2. „დალასს“ ლუკა დონჩიჩის 30 ქულამ და 10 მოხსნამ ვერ უშველა, ხოლო „იუტაში“ ჯორდან კლერკსონი (25 ქულა) და დონოვან მიტჩელი გამოირჩნენ (23 ქულა, 6 მოხსნა, 7 პასი).
სერიაში თანაფარდობა აღადგინა „მინესოტამაც“, რომელმაც ასევე ერთი ქულის სხვაობით, 119:118 დაამარცხა „მემფის გრიზლი“ და სერიაში ანგარიში 2:2 გახდა. „მემფისს“ 32 ქულით დესმონდ ბეინმა ულიდერა, ხოლო გამარჯვებულთა შორის კარლ-ენტონი თაუნსი 33 ქულით და 14 მოხსნით გამოირჩა.
დღეს საღამოს NBA-ში კიდევ ორი მატჩი გაიმართება: "ჩიკაგო ბულსი" "მილუოკი ბაქსს", ხოლო "დენვეტ ნაგეტსი", "გოლდენ სტეიტ უორიორზს" უმასპინძლებს.