ძიუდო

23:20 | 23.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქალდანის ოქროს მედალი ანტალიის გრან პრიზე

ქართველი პარა ძიუდოისტი გიორგი ქალდანი პარა ძიუდოში ანტალიის 2022 წლის გრან-პრის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელია.

გიორგი ქალდანი (73 კგ.წონით კატეგორიაში) ფინალში აზერბაიჯანელ პარასპორტსმენ აბასლის შეხვდა, მეტოქეს ვაზარი აართვა, სამი გაფრთხილება მიაცემინა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

დღეს, ამავე ტურნირზე მიშიკო შიობრიშვილმა იასპარეზა. მან აზერბაიჯანელ პარასპორტსმენს სძლია, მეოთხედფინალში კი გერმანელ პარაძიუდოისტთან დამარცხდა, შემდეგ კი ორთაბრძოლა რეპეჟაში თურქ მოწინააღმდეგესთან დათმო და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.

0.116749