ავტოსპორტი

20:36 | 23.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენმა სპრინტ რბოლა მოიგო

მსოფლიო ჩემპიონმა მაქს ფერსტაპენმა, ემილია-რომანიას დდ პრიზის სპრინტ რბოლაში გაიმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ სტარტზე შეყოვნდა და შარლ ლეკლერს გასწრების საშუალება მისცა, ბოლოსწინა წრეზე მაინც შეძლო მისი გასწრება და ფინიშიც პირველმა გადაკვეთა.

ლეკლერმა თითქმის მთელი რბოლა ლიდერის რანგში გაატარა. თუმცა ფერსტაპენი მუდმივად წამის სიახლოვეში იყო და ხელსაყრელ მომენტს ელოდა. ამ გამარჯვებით, „რედ ბულის“ პილოტმა კვირის რბოლის პოულიდან დაწყების უფლება მოიპოვა. მესამე ადგილი „რედ ბულის“ სერხიო პერესმა დაიკავა. მეოთხე ადგილს დასჯერდა კარლოს საინსი, ვინც რბოლა მე-10 პოზიციიდან დაიწყო.

მომდევნო ორი ადგილზე „მაკლარენის“ ლანდო ნორისი და დანიელ რიკარდო გავიდნენ, რომლებსაც რბოლის განმავლობაში ტექნიკური პრობლემები აწუხებდათ. უქულოდ დარჩნენ „მერსედესის“ პილოტები. მათთვის ახალი სეზონის დასაწყისი მეტისმეტად წარუმატებელია და ჯერჯერობით, მათთვის არც რაიმე პერსპექტივა ჩანს.

ემილია რომანიას დიდი პრიზი

სპრინტი (21 წრე)

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 30'39.567
  2. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 2.975
  3. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 4.721
  4. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 17.578
  5. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 24.561
  6. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 27.740
  7. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 28.133
  8. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 30.712
  9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 32.278
  10. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 33.773
  11. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 36.284
  12. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 38.298
  13. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 40.177
  14. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 41.459
  15. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 42.910
  16. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 43.517
  17. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 43.794
  18. ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) 48.871
  19. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 52.017
  20. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) -

უსწრაფესი წრე: სერხიო პერესი - 1:19.012 (14-ე წრე, 223.667 კმ/სთ)

0.125372