ფეხბურთი

19:48 | 23.04.2022 | ნანახია NaN - ჯერ

შოთა არველაძემ პოლ ინსი დაამარცხა: "ჰალის" ზედიზედ მეორე საშინაო გამარჯვება

ინგლისის ჩემპიონშიფის 44-ე ტურში შოთა არველაძის „ჰალმა“ „რედინგს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა.

ანგარიში მე-40 წუთზე კენ ლუის-პოტერმა გახსნა, 53-ე წუთზე ალფი ჯონსმა სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე საბოლოო ანგარიში ლუის-პოტერმა დააფიქსირა, რომელმაც დუბლი შეასრულა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ „რედინგს“ ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი პოლ ინსი წვრთნის.

არველაძის ხელმძღვანელობით „ჰალმა“ საკუთარ მოედანზე ზედიზედ ორი თამაში პირველად მოიგო, ხოლო მთლიანობაში მას შემდეგ, რაც გუნდს ქართველი სპეციალისტი წვრთნის, შედეგები ასეთია: 6 მოგება, 3 ფრე, 8 წაგება.

„ჰალ სიტის“ სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 50 ქულა აქვს და მე-18 ადგილზეა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 30 აპრილს, სტუმრად „ბრისტოლ სიტისთან“ გამართავს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:15 | 24.10.2021
პანტელეიმონი (4347)

აღმაშფოთებელია რაც რუსულენოვან რაგბის საიტზე rugger.info -ზე ხდება ამ დღეებში. თელ-ავივის გუნდთან ენისეი-სტმ წაგების შემდეგ რუსული ჭკუა დაკარგული ფანობა პირდაპირ ლანძღვაზე და ეთნიკური სახის შეურაცხობაზე გადავიდნენ. ჯერ იმას განიხილავდნენ, რომ საქართველო და ისრაელი აზიააო და რატომ თამაშობენ ევროპაშიო და პარალერულად ღირსების შემლახავი სიტყვებით "ამკობენ" ჩვენს ერს. მე, არ ვარ ამ საიტის გამომწერი, მაგრამ დრო და დრო შევდივარ ხოლმე და ვკითხულობ სტატიებს და გულშემატკივრების კომენტარებს. მახსოვს როგორი "პრინციპულობით" რეაგირებდა ხოლმე საიტის ადმინისტრაცია, როცა ქართველი საიტის გმომწერები რუსი გუშემატკივრის თავხედურ კომენტარებზე საპასუხოდ ოკუპაციის თემაზე და რუსულ შოვინიზმზე ჩამოაგდებდნენ ხოლმე საუბარს. მაშინვე ადმინის მიერ გაფრთხილება მოყვებოდა ხოლმე; რომ ეს რაგბის საიტია და არა სარაგბო თემებზე საუბრისგან და ერთმანეთის შეურაცხმყოფელი მიმართვებიდან თავი შეეკავებინათ, თორემ სიტს დაატოვებინებდნენ. შედეგად, rugger.info -ს შეფარული შოვინიზმის და ტენდეციურობის გამო ბევრმა ქართველმა დატოვა საიტი. ორი დღეა ვაკვირდები, მაგრამ საიტის ადმინისტრაცია ყურსაც არ იბერტყავს მათ საიტზე ჩვენი ქვეყნის შეურაცხმყოფელ განნცხადებებზე. მოვითხოვ, თუ ეროვნული ღირსება კიდევ შერჩენია შესაბამის სტრუქტურებს დაბლოკილი იქნეს ეს საიტი და ქართულმა მხარემ ყველანაირი თანამშრომლობა შეწყვიტოს ამ ფაშისტურ საიტთან. ამავე დროს მივმართავ rugger.info -ს ქართველ გამომწერებს დატოვონ ეს საიტი და ეს ფაშისტური პუბლიკა მარტო თავის თავთან. კმარა, გეყოფათ ამდენი შეურაცხობის მოთმენა ! ! !

0.058819