სხვა

0:29 | 23.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტაისონმა თვითმფრინვში იჩხუბა

მაიკ ტაისონმა თვითმფრინავის რეისის დროს, სხვა მგზავრთან ხელჩართული ბრძოლა გამართა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, მუშტებს იმ მგზავრს ურტყამს, ვინც მის უკან იჯდა.

55 წლის ყოფილი მოკრივის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტაისონს კონფლიქტი მოუვიდა აგრესიულ მგზავრთან, რომელიც მოკრივეს ავიწროებდა და იმდენად გათავხედდა, რომ მისკენ წყლიანი ბოთლი ისროლა. ამ დროს ტაისონი თავის ადგილზე იჯდა.

სან ფრანცისკოს პოლიციის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ პოლიციის ოფიცრებმა, სან ფრანცისკოს საერთაშორისო აეროპორტში ორი ადამიანი დააკავეს. თუმცა ორივე მალევე გაუშვეს.

პოლიციის ანგარიშში წერია, რომ ერთ-ერთ მოჩხუბარს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ დამუქრებია. მან პოლიციას მწირი ინფორმაცია მიაწოდა და გამოძიებასთან შემდგომ თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111544