ფეხბურთი

1:36 | 23.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ვილიარეალის" პრეზიდენტი: "ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა"

„ვილიარეალის“ პრეზიდენტმა ფერნანდო როიგმა ესპანურ მედიას ინტერვიუ მისცა და არ დამალა, რომ მისი გუნდის მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. როგორც „ყვითელი სუმბარინას“ ხელმძღვანელმა აღნიშნა, ეს რთული გამოწვევაა, მაგრამ ისინი მას სიამოვნებით იღებენ და „ლივერპულის“ დასამარცხებლად ყველაფერს გააკეთებენ.

„ძნელი იყო იმის გაფიქრებაც, რომ ამას მივაღწევდით. ჩვენ ვსაუბრობთ ევროპის ოთხ საუკეთესო გუნდში მოხვედრაზე. 16 წლის განმავლობაში ამას ორჯერ მივაღწიეთ და ვნახოთ, მოვახერხებთ თუ არა ფინალში გასვლას. ვიცით, რამდენად რთული იქნება „ლივერპულთან“ თამაში. ვიცით, რომ ფინალში ორი საუკეთესო გუნდი გავა და ისიც ვიცით, რომ ევროპაში საუკეთესოებს შორის უკვე ვართ. ცხადია, ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და სწორედ ამისთვის ვმუშაობთ. ამ გამოწვევას სიამოვნებით ვიღებთ“, - თქვა როიგმა.

შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალმა“ მერვედფინალში „იუვენტუსი“ და „მეოთხედფინალში „ბაიერნი“ დაამარცხა, ნახევარფინალში კი „ლივერპულთან“ დუელი ელის. ესპანურმა გუნდმა გასულ სეზონში ევროპა ლიგა მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალში გასვლა თავის ისტორიაში მეორედ შეძლო. პირველად ესპანელებმა ეს 2006 წელს გააკეთეს და მაშინ „არსენალთან“ ორი მატჩის ჯამში 0:1 წააგეს.

0.118357