ფეხბურთი

19:50 | 22.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

პოგბას მანჩესტერული კარიერა დასრულდა, ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს და კონტრაქტს არ განაახლებს

პოლ პოგბას მანჩესტერული კარიერა სავარაუდოდ დასრულდა. ფრანგ ფეხბურთელს კონტრაქტი ეწურება, ამჟამად კი ტრავმა აქვს და როგორც გაირკვა, სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს. შესაბამისად, ზაფხულში გუნდს დატოვებს.

„მანჩესტერის“ მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა თქვა, რომ პოგბას ტრავმის გამო 4 კვირა გაუცდება, რაც სეზონის დასრულებას ავტომატურად ნიშნავს.

„სამედიცინო გამოკვლევიდან გამომდინარე ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის სეზონის ბოლომდე ითამაშებს. ექიმმა მითხრა, რომ გამოჯანმრთელებას მინიმუმ 4 კვირა დასჭირდება. ვინაიდან ბოლო თამაში მაისის ბოლოს გვაქვს, არ მგონია, რომ ამ სეზონში ითამაშოს“, - თქვა რანგნიკმა.

შეგახსენებთ, პოლ პოგბას კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს, 30 ივნისს იწურება და მას დიდი ალბათობით არ განაახლებს. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ფრანგმა ფეხბურთელმა „მანჩესტერის“ მაისური ბოლოჯერ „ენფილდ როუდზე“ „ლივერპულთან“ მატჩში მოირგო.

2016 წელს „იუნაიტედმა“ „იუვენტუსს“, რომელსაც პოგბა 4 წლით ადრე უფასოდ დაუთმო, 105 მილიონი ევრო გადაუხადა. მას შემდეგ ფრანგმა ფეხბურთელმა ინგლისურ გრანდში 226 შეხვედრაში 39 გოლი გაიტანა. ჯერჯერობით, უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას 29 წლის ნახევარმცველი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110152