ფეხბურთი

17:27 | 22.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი: "ჩელსის" შეძენით დაინტერესებული ვარ, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა"

ლუის ჰამილტონმა დაადასტურა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მას „ჩელსის“ შეძენა სურდა. „მერსედესის“ პილოტმა აღნიშნა, რომ დაინტერესებულია ამ შესაძლებლობით და კლუბის ყიდვას სერენა უილიამსთან ერთად ცდილობს.

აღსანიშნავია, რომ ჰამილტონსა და უილიამსს „ჩელსის“ შეძენა კონსორციუმის ფარგლებში სურთ, სხვა კომპანიების თანამონაწილეობით.

„სპორტის მოყვარული ვარ და ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტია, „ჩელსიც“ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. გავიგე ამ შესაძლებლობის შესახებ და ვთქვი: „ვაუ, ეს შესანიშნავი შანსია“. ვცდილობ, ეს შანსი გამოვიყენო. ფეხბურთის გულშემატკივარი ბავშვობიდან ვარ, თინეიჯერობამდე სკოლის გუნდებში ვთამაშობდი, ქუჩაში, სადაც ვცხოვრობდი, ერთადერთი ფერადკანიანი ბავშვი ვყავი, მაგრამ მინდოდა თამაში და ვთამაშობდი. ჩემი მეუბნებოდა, რომ „არსენალის“ გულშემატკივარი უნდა ვყოფილიყავი, 5-6 წელი ვქომაგობდი „არსენალს“, მაგრამ ბიძაჩემი „ჩელსის“ გულშემატკივრობდა და მასთან ერთად ამ გუნდის ბევრი თამაში მაქვს ნანახი.

ახლო ურთიერთობა მაქვს სერენა უილიამსთან, არაჩვეულებრივ სპორტსმენთან და ქალთან. ვუთხარი ამ შესაძლებლობის შესახებ და შემდეგ მასაც გაუჩნდა „ჩელსის“ პროექტში მონაწილეობის სურვილი. ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო რომელიმე კლუბის განუყოფელი ნაწილი ვყოფილიყავი“, - განაცხადა ლუისმა.

შეგახსენებთ, რომან აბრამოვიჩმა „ჩელსი“ 2003 წელს შეიძინა, მაგრამ კლუბს ყიდის, რადგან დიდ ბრიტანეთში მას ყველა აქტივი გაუყინეს. ლუის ჰამილტონი მიხაელ შუმახერთან ერთად ფორმულა 1-ის რეკორდსმენია და მსოფლიოს ჩემპიონი შვიდჯერ გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.109248