ფეხბურთი

15:07 | 22.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ერიკ ტენ ჰაგის "შავი სია": "მანჩესტერს" ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს

„მანჩესტერ იუნაიტედს“ მომდევნო სეზონიდან ერიკ ტენ ჰაგი უხელმძღვანელებს, რაც გუშინ ოფიციალურად დადასტურდა. ნიდერლანდელ სპეციალისტზე „წითელი ეშმაკები“ დიდ იმედს ამყარებენ და ზაფხულში შემადგენლობაშიც დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი.

ბრიტანული მედიის ცნობით, უკვე ცნობილია იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც ტენ ჰაგის გეგმებში არ შედიან და კლუბის დატოვება შეუძლიათ. მათ შორის არიან პოლ პოგბა და ნემანია მატიჩი, რომლებიც 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტები გახდებიან. „იუნაიტედი“ ასევე გაყიდის მარკუს რაშფორდსა და ანტონი მარსიალს (ის ამჟამად იჯარით „სევილიაში“ თამაშობს). ტენ ჰაგის არასასურველ ფეხბურთელთა სიაში იმყოფებიან აარონ ვან-ბისაკა, ერიკ ბაილი, ფილ ჯონსი და ალექს ტელეშიც.

ჯერჯერობით, უცნობია იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლების შეძენასაც კლუბი ეცდება. თუმცა, რალფ რანგნიკმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ „მანჩესტერს“ ძირეული ცვლილებებისთვის 10 ახალი ფეხბურთელის შეძენა სჭირდება.

0.115125