საბა ლობჟანიძეს გამორჩეული სეზონი აქვს და „ჰათაისპორის“ ერთ-ერთი ლიდერია. 27 წლის ფეხბურთელმა ამ დროისთვის მოახერხა 8 გოლისა და 8 საგოლე პასის მითვლა, რითაც თურქეთის სუპერლიგაში საუკეთესოთა შორისაა.
როგორც ხედავთ, საბამ 16 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (გოლი ან საგოლე პასი) და ამ კუთხით თურქეთის ჩემპიონატში მხოლოდ 6 ფეხბურთელს აქვს უკეთესი შედეგი.
უმუთ ბოზოკო (ქასიმფაშა) – 22 გოლში მონაწილეობა (15 გოლი, 7 საგოლე პასი)
ანტონი ნვაკაემე (ტრაბზონსპორი) – 21 გოლში მონაწილეობა (11 გოლი, 10 საგოლე პასი)
ედინ ვისჩა (ტრაბზონსპორი) – 21 გოლში მონაწილეობა (9 გოლი, 12 საგოლე პასი)
მიჩი ბატშუაი (ბეშიქთაში) – 19 გოლში მონაწილეობა (14 გოლი, 5 საგოლე პასი)
აიუბ ელ კააბი (ჰათაისპორი) – 17 გოლში მონაწილეობა (15 გოლი, 2 საგოლე პასი)
ანდრეას კორნელიუსი (ტრაბზონსპორი) – 17 გოლში მონაწილეობა (13 გოლი, 4 საგოლე პასი)
ალექსანდერ პეშიჩი (კარაგიუმრუკი) – 16 გოლში მონაწილეობა (13 გოლი, 3 საგოლე პასი)
მარიო ბალოტელი (ადანა დემირსპორი) – 16 გოლში მონაწილეობა (12 გოლი, 4 საგოლე პასი)
ალექსანდრუ მაქსიმი (გაზიანთეფსპორი) – 16 გოლში მონაწილეობა (11 გოლი, 5 საგოლე პასი)
საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი) – 16 გოლში მონაწილეობა (8 გოლი, 8 საგოლე პასი)
შეგახსენებთ, რომ საბა ლობჟანიძე „ჰათაისპორში“ გასულ ზაფხულს „ანკარაგიუჯუდან“ გადავიდა და კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ბოლო დროს თურქულმა მედიამ ქართველი ფეხბურთელი სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ დაუკავშირა.