სხვა

13:51 | 22.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "დროა მადლიერი ვიყოთ იმ ცხოვრებისთვის, რომელიც ახლახანს მოგვივლინა ამ სამყაროში"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუსა და ჯორჯინა როდრიგესის ახალდაბადებული ქალიშვილი უკვე სახლშია მის ოთხ ძმასთან: კრიშტიანო რონალდუ უმცროსთან, ალანა მარტინასთან, ევა მარიასთან და მატეო რონალდუსთან ერთად. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავნა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მას ხელში ახალდაბადებული შვილი ჰყავს.

"გიო და ჩვენი პატარა გოგო როგორც იქნა ჩვენთან ერთად არიან. გვინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ ამდენი თბილი სიტყვისა და ჟესტისთვის. თქვენი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ყველამ ვიგრძენით ის სიყვარული და პატივისცემა, რასაც ჩვენი ოჯახის მიმართ იჩენთ. ახლა დროა მადლიერი ვიყოთ იმ ცხოვრებისთვის, რომელიც ახლახანს მოგვივლინა ამ სამყაროში", - დაწერა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს და ჯორჯინა როდრიგესის ერთ-ერთი შვილი მშობიარობისას დაიღუპა. ამ ფაქტის გამო „ლივერპულისა“ და „მანჩესტერის“ მატჩის მეშვიდე წუთზე „ენფილდ როუდის“ პუბლიკამ პორტუგალიელის გასამხნევებლად ტაში დაუკრა და იმღერეს - „შენ არასოდეს იქნები მარტო“.

0.115565