ფეხბურთი

12:16 | 22.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

დი მარციო: "კვარაცხელია უკვე ძლიერია, მაგრამ მომატების დიდი პოტენციალიც აქვს"

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა ჯანლუკა დი მარციომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერი კიდევ ერთხელ დაადასტურა. მან თქვა, რომ ქართველ ფეხბურთელს დიდი პოტენციალი გააჩნია.

„კვარაცხელიას ტრანსფერი პრაქტიკულად დახურულია. მხოლოდ უნდა დაველოდოთ, დროს და ტექნიკური დეტალების გაფორმებას. ყველა მეუბნება, რომ „ნაპოლიმ“ ძალიან ძლიერი და ნიჭიერი ფეხბურთელი აიყვანა, იტალიურ ფეხბურთთან ადაპტაცია საჭირო იქნება, მაგრამ მას გაუმჯობესებისთვის საკმარისი შესაძლებლობა აქვს. ოლივერასთანაც ყველაფერი განსაზღვრულია და ეს იქნება „ნაპოლის“ პირველი ორი ტრანსფერი ზაფხულში.

ბიუროკრატიულად და ფორმალურად კვარაცხელიას ტრანსფერის დახურვას კიდევ რამდენიმე დღე სჭირდება. ეს „ნაპოლისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაციაა, ის არის ბიჭი, რომელსაც ინსაიდერები ძალიან კარგად ახასიათებენ და აფასებენ. საინტერესო და მნიშვნელოვანი მოთამაშეა. შეიძლება იყოს სერია A-ს და „ნაპოლის“ აღმოჩენა“, - აღნიშნა დი მარციომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერი ზაფხულშია მოსალოდნელი. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი ფეხბურთელი ნეაპოლელებთან კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.

0.12568