ავტოსპორტი

2:18 | 22.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

საინსი ფერარიში 2024 სეზონის ბოლომდე დარჩება

კარლოს საინს უმცროსმა „ფერარისთან“ კონტრაქტი გააგრძელა და იტალიურ გუნდში 2024 წლის სეზონის ბოლომდე დარჩება. ეს ინფორმაცია მარანელოელებმა იმოლაში, ემილია რომანიას დიდი პრიზის წინ გამოაქვეყნეს.

ამგვარად, მომდევნო ორ სეზონს საინსი ახლანდელ თანაგუნდელთან, მონაკოელ შარლ ლეკლერთან ერთად გაატარებს, რომელსაც კონტრაქტი ასევე 2024 წლის სეზონის ბოლომდ აქვს.

მიმდინარე სეზონის სამი რბოლის შემდეგ, „ფერარი“ ორივე, პილოტების და კონსტრუქტორთა ჩათვლაში ლიდერია. პილოტებს შორის ჩემპიონატს სათავეში ლეკლერი უდგას, რომელმაც სამიდან ორი რბოლა გამარჯვებით დაასრულა. რაც მთავარია, „ფერარის“ მანქანა სწრაფიცაა და გამძლეც.

„მიხარია, რომ სკუდერია ფერარისთან კონტრაქტი გავაგრძელე. ყოველთვის ვამბობ, რომ ფორმულა 1-ში ამაზე უკეთესი გუნდი არ მეგულება. აქ უკვე წელიწადზე მეტი გავატარე და შემიძლია ვთქვა, რომ ამ გუნდის სახელით ასპარეზობა, უნიკალური და შეუდარებელი განცდაა“, - ამბობს საინსი, ვინც პირველ რიგში, ფ1-ის კარიერაში პირველი გამარჯვების მოპოვებას გეგმავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.057451