ფეხბურთი

23:39 | 21.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

უეფას შეუძლია "რეალი", "ბარსელონა" და "იუვენტუსი" დასაჯოს

უეფას მადრიდის „რეალის“, „ბარსელონას“ და ტურინის „იუვენტუსის“ დასჯა შეუძლია. მადრიდის სასამართლომ დააკმაყოფილა უეფას საჩივარი და ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს სუპერლიგის გამო ამბოხებული გუნდების წინააღმდეგ ზომების მიღება შეუძლია.

ჯერჯერობით, უცნობია, რა სახის სანქციებს დააკისრებს უეფა ესპანურ და იტალიურ გრანდებს, მაგრამ მანამდე საუბარი იყო 100 მილიონი ევროს ფინანსურ ჯარიმასა და ევროთასებიდან ერთი ან ორი წლით მოკვეთაზე.

უეფამ ზემოხსენებული სანქციები სისრულეში გასულ ზაფხულს სწორედ შემაკავებელი პუნქტის გამო ვერ მოიყვანა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სასამართლომ მისი საჩივარი დააკმაყოფილა, შეუძლია სამივე კლუბი დასაჯოს.

აღსანიშნავია, რომ იურიდიული დავა გრძელდება და „ბარსელონას“, „რეალს“ და „იუვენტუსსაც“ შეუძლიათ სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

0.115092