ფეხბურთი

18:08 | 21.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნავასი: „დონარუმასთან ასეთ კონკურენციას მომდევნო სეზონში არ შევეგუები“

„პარი სენ ჟერმენის“ მეკარე კეილორ ნავასი კლუბში მისი მდგომარეობით უკმაყოფილოა. კოსტა რიკელმა ფეხბურთელმა ფრანგულ მედიასთან არ დამალა, რომ მომდევნო სეზონში არ შეეგუება იმას, რაც მიმდინარე სეზონში ხდება, როდესაც ხან თავად თამაშობს, ხანაც - ჯანლუიჯი დონარუმა.

„ეს არის სიტუაცია, რომელიც არ მინდა განმეორდეს სხვა სეზონში. სეზონის ბოლოს დადგება დრო, რომ მომავალზე დავფიქრდე. ჩემი ოჯახი და მეც ძალიან ბედნიერები ვართ პარიზში. აქ თავს ყოველთვის კარგად ვგრძნობდი, მაგრამ მომავალში ვნახოთ რა მოხდება.

ვფიქრობ, ბევრი რამ უნდა გავითვალისწინო. ჯიჯო დონარუმასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ მინდა, ყოველთვის და ყველა მატჩში ვითამაშო, ამიტომაც, მომდევნო სეზონში იგივე სიტუაციას ვერ შევეგუები“, - თქვა ნავასმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში მაურისიო პოჩეტინოს პსჟ-ში ძირითადი მეკარე არ ჰყავს, ხან დონარუმას ათამაშებს, ხან - ნავასს. ამ დროისთვის იტალიელი მეკარის აქტივში 22 მატჩია, კოსტა რიკელმა კი 23-ჯერ ითამაშა.

0.142623