ნიდერლანდელი სპეციალისტი, ერიკ ტენ ჰაგი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი გახდა - წერს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოდან, 2025 წლის ივნისამდე გაფორმდა. კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
ტენ ჰაგთან ერთად ახალ კლუბში, „აიაქსში“ მისი თანაშემწე, მიტჩელ ვან დერ გააგიც იმუშავებს.
„ჩემთვის დიდი პატივია „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმწვრთნელობა. მოუთმენლად ველი ახალ გამოწვევებს. ვიცი ამ დიდი კლუბის ისტორია და ისიც, თუ როგორ გულითადად ქომაგობენ მას.
მინდა გუნდი განვავითარო და ისეთი წარმატებული გავხადო, როგორსაც იმსახურებს.
ცხადია, „აიაქსიდან“ წამოსვლა რთული იქნება, ამდენი არაჩვეულებრივი წლის შემდეგ. თუმცა, გულშემატკივრებს ვარწმუნებ, ჯერჯერობით მხოლოდ ამსტერდამული კლუბის საქმეებზე ვიქნები კონცენტრირებული, რათა წარმატებით დავასრულოთ სეზონი.“ - ციტირებს ტენ ჰაგის სიტყვებს „იუნაიტედის“ პრესსამსახური.