ფეხბურთი

13:24 | 21.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი დარწმუნებულია, რომ „იუვენტუსში“ კიდევ 3 წელიწადს დარჩება

„ფიორენტინასთან“ გამარჯვების (2:0) და იტალიის თასის ფინალში გასვლის შემდეგ, „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ გუნდში კიდევ სამ წელიწადს დარჩება.

„თასის ფინალში გასვლა და იქ „ინტერთან“ თამაში, სეზონის მიზანი გახლდათ. „ბოლონიასთან“ ფრის შემდეგ რამდენიმე მძიმე დღე გადავიტანეთ. მაშინ ხელსაყერელი მომენტები ვერ გამოვიყენეთ.

ბიჭებს ძალიან ბევრს ვერ მოვთხოვდი, რადგან რამდენიმე თვეა სულ ერთი და იგივე ხალხი თამაშობს და ბოლომდე იხარჯება.

მნახავთ თუ არა მომავალ სეზონში „იუვენტუსში“? დიახ, აქ კიდევ სამი წლით დარჩენას ვაპირებ. „იუვე“ ყოველთვის გასამარჯვებლად უნდა იბრძოდეს, ამიტომ „ინტერთან“ წაგებამ განსაკუთრებით დამწყვიტა გული, ახლა რევანშის დროა.“ - ციტირებს ალეგრის სიტყვებს Football Italia.

იტალიის თასის ფინალი 11 მაისს გაიმართება რომში. „იუვენტუსი“ „ინტერს“ დაუპირისპირდება. ტურინული კლუბი ბოლო რვა სეზონის განავლობაში მეშვიდედ ითამაშებს ქვეყნის თასის ფინალში.

0.117014