ფეხბურთი

11:17 | 21.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე იბრაჰიმოვიჩს გაუთანაბრდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 33-ე ტურის მატჩში, „პარი სენ-ჟერმენმა“ სტუმრად „ანჟე“ გაანადგურა (0:3). ერთი ბურთი კილიან მბაპემ გაიტანა.

შედეგად, მას პარიზული კლუბის მაისურით გატანილი 113 გოლი მოუგროვდა და ამ მაჩვენებლით ზლატან იბრაჰიმოვიჩს გაუთანაბრდა.

ხსენებული ნიშნულის მისაღწევად მბაპეს 137 მატჩი დასჭირდა, შვედს - 122.

რეკორდსმენი კი ამ მხრივ, 138 გოლით ურუგვაელი ედინსონ კავანია.

0.126389