„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფრანგი ნახევარმცველი, პოლ პოგბა, კარიერის ინგლისში გაგრძელებას აღარ აპირებს - გვამცნობს Sky Sports.
წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელმა ზაფხულში „მანჩესტერის“ დატოვების გადაწყვეტილება უკვე მიიღო და კარიერის გასაგრძელებლად სხვა ინგლისური კლუბის ვარიანტს არ განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ პოგბა „მანჩესტერში“ „იუვენტუსიდან“ 2016 წელს გადავიდა 100 მილიონ ევროდ. მიმდინარე სეზონში 29 წლის ფრანგმა შუახაზელმა პრემიერლიგის 20 მატჩში ითამაშა, ერთი ბურთი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა.
კლუბთან მის არსებულ კონტრაქტს ვადა ამ ზაფხულს ეწურება.