სხვა

1:12 | 21.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკელი და ავსტრალიელი მოცურავეები აუზში დუელს სიდნეიში გამართავენ

ავსტრალია და შეერთებული შტატები, აუზში დუელს აღადგენენ, რომელშიც მხოლოდ ამ ორი ქვეყნის მოცურავეები მიიღებენ მონაწილეობას. ასეთი დუელები უკვე 15 წელია არ გამართულა. ასეთი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, პირველ შეჯიბრს სიდნეი აგვისტოში უმასპინძლებს.

სიდნეის შეჯიბრი სამდღიანი (19-21 აგვისტო) იქნება. შეჯიბრის ფარგლებში, ჩატარდება გაცურვები როგორც აუზში, ასევე ღია წყალში. დუელის დროს, არაერთი საინტერესო დაპირისპირებაა მოსალოდნელი. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული იქნება არიანე ტიტმუსის და კეიტი ლედეცკის პაექრობა. მათ ტოკიოს ოლიმპიადაზე, განსაკუთრებით დაძაბული დუელი, 400 მეტრზე თავისუფალ სტილში ჰქონდათ.

ის გაცურვა ტიტმუსმა მოიგო და ავსტრალიას მეცხრე ოქროს მედალი შესძინა. ტოკიოში ორით მეტ ოქროს, აშშ-ის ოლიმპიელ მოცურავეთა გუნდი დაეუფლა.

აქამდე სულ სამი დუელი ჩატარდა. 2007 წელს მესამეს იმავე სიდნეიმ უმასპინძლა. ამის შემდეგ, ამერიკელებმა მსგავსი დუელი ოთხჯერ გამართეს ევროპის გაერთიანებულ გუნდთან.

0.127758