ფეხბურთი

21:34 | 20.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძე "ფენერბაჰჩეს" სატრანსფერო სიაში

სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ ინტერესთა სფეროში „ჰათაისფორის“ ქართველი ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე მოხვდა.

Aspor-ის ინფორმაციით, სტამბოლელებმა სხვადასხვა თურქული კლუბებიდან 11 ფეხბურთელი მოინიშნეს (8 თურქი, 3 ლეგიონერი) და რამდენიმე მათგანის დამატებას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ეცდებიან. ერთ-ერთი ლობჟანიძეა, რომელიც მიმდინარე სეზონს მაღალ დონეზე ატარებს.

წყაროს თანახმად, თურქული გრანდის ხელმძღვანელობას 11-ვე ფეხბურთელის აგენტებთან და კლუბებთან პირველი კონტაქტი უკვე ჰქონდა, თუმცა უფრო მეტი დეტალი უცნობია.

აქვე გეტყვით, რომ 27 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში თურქეთის სუპერლიგაში ჩატარებულ 32 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, 8-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

0.136835