ფეხბურთი

16:27 | 20.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

40 თამაში და 40 გოლი: მიტროვიჩის სუპერ სეზონი

„ფულჰემმა“ ინგლისის პრემიერლიგის საგზური ჩემპიონშიფის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე ოფიციალურად გაიფორმა და ამაში ყველაზე დიდი წვლილი ალეკსანდრ მიტროვიჩს მიუძღვის.

სერბ ფორვარდს უბრალოდ საოცარი სეზონი აქვს და ჩემპიონშიფში ჩატარებულ 40 მატჩში 40 გოლი გაიტანა. ის ბომბარდირთა დავაში უახლოეს მდევარ დომინიკ სოლანკეს 14 გოლით უსწრებს.

უფრო მეტიც, 2004-2005 წლების სეზონიდან, ანუ მას მერე, რაც ტურნირს ჩემპიონშიფი ეწოდა, 40 გოლი ერთი სეზონისთვის სარეკორდო შედეგია. სერბმა ივან ტონის შედეგი გააუმჯობესა, რომელმაც გასულ სეზონში 31 გოლი გაიტანა.

ისიც უნდა ითქვას, რომ მიტროვიჩს ჩემპიონშიფში ორი წლის წინაც დიდებული სეზონი ჰქონდა და მაშინ 26 გოლით „ფულჰემს“ პრემიერლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა. ამჯერადაც იგივე გააკეთა, ოღონდ პირადი სტატისტიკა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა.

0.131207