ავტოსპორტი

1:45 | 20.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

სებასტიან ლოები პორტუგალიის რალიზე იასპარეზებს

მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი სებასტიან ლოები პორტუგალიის რალიზე იასპარეზებს. ეს ინფორმაცია მისმა გუნდმა „M-სპორტმა“ გაავრცელა. 48 წლის მრბოლისთვის ეს მიმდინარე სეზონში, მეორე გამოსვლა იქნება.

ლოებმა სეზონის პირველ რბოლაში, მონტე კარლოს რალიშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც გამარჯვებით დაასრულა. მან რბოლა მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონ სებასტიან ოჟიესთან პაექრობაში მოიგო. სხვათა შორის, ეს რალის მსოფლიო ჩემპიონატებზე მის მიერ მოპვებული მე-80 გამარჯვებაა. ამასთან, წინა 79 „სიტროენის“ მანქანით მოპოვა, მონტე კარლოში კი „ფორდ პუმას“ მართავდა და პორტუგალიაშიც ამავე მანქანით იასპარეზებს.

ამჟამად ლოები მრავალპროფილიანი მრბოლია. რალის მსოფლიო ჩემპიონატის ცალკეული ეტაპების გარდა, ის ასევე ელექტრული უგზოობის ავტომობილების სარბოლო სერია „იქსტრიმ E-ში“, რალი რეიდების მსოფლიო ჩემპიონატში და DTM-ის ცალკეულ რბოლებში (ფერარის მანქანით) მონაწილეობს.

პორტუგალიის რალი 20-22 მაისს გაიმართება. ამ რბოლისას, რალის მსოფლიო ჩემპიონატი (WRC) 50 წლის იუბილეს აღნიშნავს.

0.116424